19:14 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 22:54:23, 645 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი: მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ

"მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ" - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიცაზიასთან დაკავშირებით. 

პრემიერის თქმით, ის წინააღმდეგია მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციის და ფიქრობს, რომ არ უნდა მოხდეს მისი წახალისება. თუმცა მიაჩნია, რომ მოხმარების გამო ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ.

"ჩემი აზრი გახლავთ ასეთი, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავახალისოთ, თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება. რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდა, რომელმაც მსუბუქი ნარკოტიკი მოიხმარა, დავაპატიმროთ, მე ვფიქრობ რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. მე არ მიმაჩნია რომ ჩვენ ლეგალიზაცია უნდა გავაკეთოთ, რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ " - განაცხადა პრემიერმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics