22:06 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 21:41:48, 360 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი NDI-ზე: კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს ადეკვატურად იმ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშილის განცხადებით NDI (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია.

ამის შესახებ პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთნ შეხვედრაზე  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებთნ  დაკავშირებით განაცხადა.  

თუმცა, პრემიერი ფიქრობს, რომ კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახვს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია.

პრემიერის თქმით, „არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევას“.

„რაც შეეხება კვლევას,  მას ახორციელებს სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანიები, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ იმ დონის პროფესიონალიზმი  ან კვლევის მოცულობა არ იყოს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ზუსტად გამოხატოს საზოგადოების პრიორიტეტები. მე არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევას. კვლევაში  არის ძალიან მნიშნელოვანი კომპონენტები.  თუმცა არის გარკვეული მომენტები, როდესაც მე  შესაძლოა სხვა განცდები მქონდეს, იგივე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა  პროცენტულ რაოდენობასთნ მიმართებაში  და სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.  რაც ეხება პიროვნებების პოლულარობას, თუ არაპოპულარობას და არაპოპულარობის რეიტინგებს, ამიტომ  ასე ერთი ხელის მოსმით  არ ივარგებს ნეგატიური კომენტარის გაკეთება. შესაძლოა რაღაცას  ვენდობოდეთ, რაღაცას არ ვენდობოდეთ. ნებისმიერი კვლევა რაღაცა კუთხით ალბათ საინტერესოა და წინასაარჩევნო კამპანიაში გასათვალისწინებელია რაღაც მომენტები. არის გარკვეული მაჩვენებლები ამ კვლევის, რომელიც რადიკალურად განსხვავდება  იმ რეალობისგან და განცდისგან. მაქვს უფლება, ვთქვა, რომ კვლევის გარკვეული ნაწილი არ ასახავს  ადეკვატურად იმ რეალობას, რომელიც  ჩევნს ქვეყანაშია“,-განცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics