|
2016-04-15 18:16:55, 455 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო საოჯახო ფოტოალბომი გამოიცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად ივანე ჯავახიშვილის 140 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულა და მეცნიერის შთამომავლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ქართველი მოღვაწის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ფოტოალბომის "სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან" პრეზენტაცია გაიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა: „საოცარია ის, რაც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა და როგორც აავსეს ჩვენი ქვეყანა მადლითა და ღვაწლით. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ასეთივე დიდი ადამიანის დაბადების დღეს - ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეს, რომლის მსგავსებზეც დგას საქართველოს წარსული და მომავალი. ჩვენ 2016 წელი გამოვაცხადეთ წლად, როდესაც უნდა დაიწყოს რეალურად ბრძოლა და სვლა დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებისაკენ. 25 წლის წინ, ჩვენმა თაობამ შეძლო და გახდა დამოუკიდებელი საბჭოთა კავშირისგან. მას შემდეგ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ნამდვილი - თავისუფალი სახელმწიფო. ასეთი თავისუფალი სახელმწიფოს შემოქმედი იყო ივანე ჯავახიშვილიც; ადამიანი, რომელმაც თავისუფლების ერთერთი ყველაზე ძლიერი და ქმედითი ატრიბუტი მისცა ჩვენს ერს - იგი თანამედროვე ქართული მეცნიერებისა და ამ მეცნიერების აკვნის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთი ფუძემდებელი გახდა. დღეს, ხოვლედან, ქართლის ამ ულამაზესი წერტილიდან, მსურს მთელ საზოგადოებას, მთელ ქართველ ერს მივულოცო მისი დიდი შვილის - ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილე და ვუსურვო ყველას, რომ ამ გზაზე - თავისუფლების გზაზე, რომელიც გულისხმობს განათლებას, პრინციპულობას, ჩვენი ერის, თოთოეული ჩვენგანის სიძლიერისა და თავისუფლებისაკენ ემოციურ სწრაფვას - დადებული აგური შეენარჩუნებინოს და კიდევ უფრო წინ წაეწიოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, უნივერსიტეტის პრორექტორმა დარეჯან თვალთვაძემ და ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილმა თარხუჯ ჯავახიშვილმა მიმართეს და ყურადღება, ივანე ჯავახიშვილის, როგორც ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის უდიდეს ღვაწლზე გაამახვილეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმი დაათვალიერა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძეც ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ივანე ჯავახიშვილის შთამომავლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)