|
2016-04-14 14:34:28, 443 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: გაუგებარია, რატომაა ჯანდაცვის სამინისტრო შეფასებული წარმატებულად, მინისტრის რეიტინგი კი, ყველაზე დაბალი
„NDI-ს კვლევაში ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის ჯანდაცვის სამინისტრო შეფასებული ერთ-ერთ წარმატებულად და ( არაფერი პირადი) რატომაა ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი ყველაზე დაბალი?!“,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ეროვნულ დემორკატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა. სერგეენკოს თქმით, NDI-ს კვლევის შედეგები ყოველთვის კითხვის ნიშნებს უჩენდა. „რაც შეეხება NDI-ს, როგორც იტყვიან არაფერი პირადი, მაგრამ მათი კვლევის შედეგები ჩემთვის ყოველთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა. ამითი მე არ მინდა, რომ კრიტიკულად წარმოვდგე, რახან NDI-ია, თუმცა თუნდაც ამ კვლევაში არის ჩემთვის გაუგებარი მოცემულობები. მაგალითად, რატომ არის ჯანდაცვის სამინისტრო შეფასებული ერთ-ერთ წარმატებულად და მაგალითად, ასევე არაფერი პირადი, რატომ არის ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი ყველაზე დაბალი?! არ ვიცი ეს ამბები, შეიძლება ეს ასეც უნდა იყოს, შეიძლება არ უნდა იყოს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ უტყუარი ინდიკატორი არის არჩევნები, როდესაც ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი“, - განაცხადა სერგეემკომ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა. მოქალაქეები, ამავდროულად, მიიჩნევენ, რომ არჩეული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას. მოქალაქეების შფასებით, პარლამენტის წევრები მოსახლეობის აზრს არ ითვალისწინებენ ან მათი პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის ზომებს არ იღებენ. რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, არც ერთ სამინისტროს არ მიუღია მოსახლეობის უმრავლესობისგან დადებითი შეფასება. მოქალაქეები ყველაზე დადებითად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აფასებენ, რასაც მოსდევს იუსტიციის სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო: 27 პროცენტი მის საქმიანობას აფასებს "კარგად", 42 პროცენტი "საშუალოდ", და მხოლოდ, 6 პროცენტი აფასებს მას "ცუდად". კითხვაზე “ხვალ რომ არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაუწყვეტელია იმ ამომრჩევლების ნახევარიც, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. რესპონდენტების 16 პროცენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დაასახელა როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 15 პროცენტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ემხრობა, 9 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 5 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას, 5 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13 პროცენტი - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 4 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას და 3 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ბოლო კვლევებში გამოიკვეთა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ და არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)