20:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 13:08:55, 443 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული ისე, როგორც არასდროს

ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ  2012 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  2012 წლის შემდეგ, დემოკრატიიის განვითარების კუთხით, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი  ნაბიჯები გადაიდგა:

„შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში  ადამიანის უფლებები არის დაცული ისე, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლებები არის  თანაბრად დაცული მიუხედავად მათი   პოლიტიკური შეხედულებების, ან განსხვავებული პოზიციებისა, თანაბრად ყველას უფლებები არის  ქვეყანაში დაცული.

ჩვენ ყველას გვახსოვს ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ,  თუ როგორი  დამოკიდებულება იყო ქვეყნაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, როგორი ზეწოლა, შანტაჟი მიდიოდა. ჩვენ მოვახერხეთ და  ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და დარწმუნებული ვარ, საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება წლები, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ხელკეტებით, ქვებით იდევნებოდნენ. ჩვენ ვაშენებთ თანემდროვე, დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას, რომელიც იქნება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძენებული. ხარვეზები ნორმალურია, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, ამიტომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა ის ხარვეზი, რომელიც არის დარჩენილი, მაქსიმალურად უახლოეს მომავალში იქნას აღმოფხვრილი და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმები იქნება განხორციელებული“, - განაცხადა კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics