|
2016-04-14 11:38:47, 449 ნახვა
საზოგადოება
თბილისი პროგრამის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულია
თბილისი მოხვდა იმ 15 ქალაქსა და რეგიონს შორის, რომელიც მსოფლიოს 45 მონაწილე კანდიდატიდან შეირჩა. შედეგად, საქართველოს დედაქალაქი ჩაერთვება ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში. თბილისის მერიის ინფორმაციით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროგრამას საფუძველი 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 69 ქვეყანა მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე, მათ შორის 2011 წლიდან - საქართველოც. ეს ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ გამჭვირვალობას, სამოქალაქო უფლებების გაზრდას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მმართველობის პროცესში. ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გზით მმართველობას გახდის კიდევ უფრო მეტად ღიას, გამჭვირვალეს და მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებულს. თბილისი და შესარჩევი ეტაპის სხვა გამარჯვებული ადგილობრივი ხელისუფლებები (პარიზი (საფრანგეთი), ონტარიო (კანადა), მადრიდი (ესპანეთი), შოტლანდია (გაერთიანებული სამეფო), ელგეიო მარაკეტი (კენია), ჯალისკო (მექსიკა), სეული (სამხრეთ კორეა) და სხვა) კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, რომლის დამტკიცების შემდეგ დაიწყება გეგმის იმპლიმენტაცია. სამოქმედო გეგმისა და აღებული ვალდებულებების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს OGP „დამოუკიდებელი ანგარიშის მექანიზმის“ (IRM) მეშვეობით. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვით თბილისი ხდება იმ დიდი ქსელის ნაწილი, რომელიც აერთიანებს სხვა ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, სამეცნიერო საზოგადოებასა და სხვა პირებს, რომლებიც მიზნად ისახავენ შეცვალონ და გააუმჯობესონ მმართველობის კულტურა და „ღია მმართველობის პარტნიორობას“ ამ მიზნის მიღწევის საშუალებად მოიაზრებენ. „ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი პროგრამაში ჩართვისათვის, რადგან OGP მოიაზრება ღია მამრთველობის რეფორმებისა და ამ მიმართულებით ინოვაციების განხორციელების მნიშვნელოვან პლატფორმად. ის, რომ თბილისი მოხვდა მსოფლიოს მასშტაბით გამართული კონკურსის 15 ფინალისტს შორის, თავისთავად მეტყველებს ჩვენი ხედვებისა და საქმიანობის OGP-ის მიზნებთან თანხვედრაზე, თუმცა კიდევ დიდი ძალისხმევაა გასაწევი ამ მიმართულებით. უახლოეს თვეებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ სამოქმედო გეგმის შედგენასა და მის შესრულებაზე. ამ პროცესში ყველა ის უწყება და ორგანიზაცია იქნება ჩართული, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში OGP-ის პრინციპების დამკვიდრების მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. „მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალია დაინტერესება ადგილობრივ ხელისუფლებებთან მოქალაქეთა ურთიერთობების პროცესის გაუმჯობესებით... მეამაყება, რომ სწორედ ჩვენი ორგანიზაციაა მსოფლიოს მრავალი საინტერესო და ინოვატორული რეფორმის მხარდამჭერი და ინიციატორი“, - განაცხადა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სანჯეი პრადჰანიმ.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)