16:28 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 10:35:59, 543 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საფრანგეთში გიორგი მღებრიშვილის სამუშაო ვიზიტის შედეგებზე ისაუბრეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში საქართველო-საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, მათ შორის, ორმხრივი კონტაქტების, პოლიციის ატაშეების და ინტერპოლის მეშვეობით. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საფრანგეთში ვიზიტის დროს, ფრანგ კოლეგას მან უწყებაში მიმდინარე რეფორმების და სიახლეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი მღებრიშვილმა და პასკალ მენიემ საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალ კვირას საფრანგეთში ქართული დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციის წევრები ფრანგ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics