20:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 09:45:39, 408 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, წინასაარჩევნო პერიოდის ვადად სამი თვე განისაზღვროს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გაუგზავნის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

 არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა პრემიერმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, არჩევნებთან დაკავშირებული განკარგულება 8 ივლის გამოაქვეყნოს და წინასაარჩევნო პერიოდის ვადად სამი თვე განისაზღვროს. 

„არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად ჩამოვყალიბდით 8 ოქტომბერზე. 8ოქტომბერი გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო, კიდევ ერთხელ აღარ შევეხები უკვე ამ მიზეზებს. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, არ მოხდა ადმინისტრაციის მხრიდან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება, ამიტომ, დღეს ჩვენ ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რათა წარმოდგენა პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მოხდეს ისეთ დროს, რომ  გამოქვეყნება დაემთხვას ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას. რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორის და პარტიების მხრიდანაც გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება 2 თვის ვადასთან დაკავშირებით.

გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იქნას ისეთ დროს, რომ გამოქვეყნებაც დაემთხვას 8 ივლისს, რათა სამი თვე იქნას აღებული წინასაარჩევნო პერიოდის ვადად. 

მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics