20:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 19:07:38, 463 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და მანანა კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის  სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებებისთვის დროის დამატებას ითხოვდა, მანანა კობახიძე კი ამბობდა, რომ ერთ საათიან განცხადებებზე ბიუროს სხდომაზე არ შეთანხმებულან.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებსა და მანანა კობახიძეს შორის კამათი იმის თაობაზე, გაგრძელებულიყო თუ არა განცხადებები კიდევ ნახევარი საათით. საბოლოოდ, კობახიძემ საკითხი ელექტრონულ კენჭისყრაზე დააყენა და ხმათა უმრავლესობით,  სხდომა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში განახლდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics