|
2016-04-13 17:32:56, 1298 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძემ ქობულეთში ალკოჰოლის საწარმო მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მდებარე ალკოჰოლის საწარმო მოინახულეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალკოჰოლის საწარმო პირველ ეტაპზე არაყს, ვისკის და ჯინს აწარმოებს. საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობა სხვა სახის ალკოჰოლური სასმელების წარმოების საშუალებასაც იძლევა. სამომავლოდ დაგეგმილია ლიქიორების და ნაკლებად ალკოჰოლური სასმელების (კოქტეილები) რეალიზაცია. ამ ეტაპზე დასრულებულია საწარმოს მშენებლობა და შენობის ინტერიერის და ეზოს მოწყობის სამუშაოები მიდმინარეობს. დღეისათვის ობიექტზე 40-45 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობა სამომავლოდ 130-150 მდე გაიზრდება. შპს „პარკ გიდა" საწარმოს მოწყობაში არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)