20:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 16:50:22, 468 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილი: ტიტას ხეს, რომელმაც შავი ზღვა გადმოცურა, მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე კვირიკაშვილს

ტიტას ხეს, რომელმაც შავი ზღვა გადაცურა, უფრო მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე კვირიკაშვილს მისი პრემიერად მოღვაწეობის 100 დღეში, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მოსახლეობა უიმედო ადამიანებად გადააქცია.

"100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი პრემიერი გახდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ის მიმდინარე კვირას ამ 100 დღის შეჯამებას აპირებს. ეს იქნება შეხვედრა, სადაც გაგვაცნობს ალბათ მორიგ გეგმას, რომელიც არ შესრულდება, რადგან როგორც წესი "ოცნების" არცერთი პირობა არ სრულდება. ჩვენ გვაქვს კითხვები პრემიერთან - როგორ მოახერხა მოსახლეობის 70%-ს ჩაეთვალა, რომ ის სიღარიბეში ცხოვრობს?! როგორ მოხერხდა, რომ 57 % თვლის, რომ კრიმინალი გაიზარდა, 65% თვლის რომ დაუსაქმებელია და მხოლოდ 20 % მიიჩნევს რომ საქართველო სწორად ვითარდება. სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მოსახლეობა უიმედო ადამიანებად გადააქცია”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვითარება ყველა მიმართულებით გაუარესებულია.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ფონს - 100 დღის განმავლობაში ბევრი ცუდი რამ მოხდა. მაგალითად ერთერთ ოპოზიციის ლიდერს შუა ქალაქში ესროლეს და ჩვენ დღემდე არ ვიცით რა მოხდა. გამოძიებას არ გაუცნია საზოგადოებისთვის მოტივი. ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. რა ხდება საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით? - ერთი ნაბიჯიც არაა წინ გადადგმული იმისთვის, რომ ეს გარემო გაუმჯობესდეს. ჩვენ რომ შევაჯამოთ ეს 100 დღე, მივიღებთ სურათს, რომ ყველა მიმართულებით ვითარება გაუარესებულია. ტიტას ხეს, რომელმაც გადმოცურა შავი ზღვა, მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე კვირიკაშვილს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics