20:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 16:19:38, 546 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: მოსახლეობის 26%-მა საერთოდ არ იცის ვინ არის NDI

საქართველოს მოსახლეობის 26% ჩვენი კვლევის თანახმად საერთოდ არ იცის ვინ არის NDI, - ასე გამოეხმაურა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს.

მისივე თქმით, ალიანსის რეიტინგი ბევრად მეტია, ვიდრე ეს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებშია ასახული.

"საქართველოს მოსახლეობის 26% ჩვენი კვლევის თანახმად საერთოდ არ იცნობს NDI-ს, რა არის და რა საქმიანობას ეწევა. ჩვენი რეიტინგი არის ბევრად მეტი, ვიდრე ამას NDI ამბობს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, NDI-ს კვლევის თანახმად 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. კერძოდ, კითხვაზე “ხვალ რომ არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაუწყვეტელია იმ ამომრჩევლების ნახევარიც, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. რესპონდენტების 16 პროცენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დაასახელა როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 15 პროცენტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ემხრობა, 9 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 5 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას, 5 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics