2016-04-13 11:02:10, 533 ნახვა
საზოგადოება
გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
კერძოდ, კითხვაზე - ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 58%-მა უპასუხა, რომ არ იცის, 31%-მა კითხვაზე სწორი პასუხი გასცა, 11%-მა კი, არასწორი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან