19:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 19:46:27, 383 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ვერც ერთ რეფერენდუმს, ვერ ექნება რაიმე იურიდიული ძალა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით, უპასუხა.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ვერც ერთ რეფერენდუმს, ვერ ექნება რაიმე იურიდიული ძალა.

"ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის განცხადებით, რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება 2016 წლის აგვისტომდე, რაც შესაძლებლობას მისცემს ე.წ. „პრეზიდენტს" ერთპიროვნულად გადაწყვიტოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ვერც ერთ რეფერენდუმს, ვერ ექნება რაიმე იურიდიული ძალა და ლეგიტიმაცია მანამ, სანამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია და აღნიშნული რეგიონებიდან გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

განცხადებები რეფერენდუმთან და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებასთან დაკავშირებით წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების, პირველ რიგში კი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესის გაგრძელებას, ატარებს  პროვოკაციულ ხასიათს და ემსახურება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, თავი შეიკავოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ისედაც რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისა და ესკალაციისგან და შეასრულოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ის შედეგები და გამოწვევები, რაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებას შეიძლება მოჰყვეს, და მიიღოს სათანადო ზომები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პრევენციის მიზნით" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics