|
2016-04-12 18:27:10, 483 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე; ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან: ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილე, კურტ ტონგი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე, ტომას მელია. კომისიის სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში, ვონ ტურეკიანი. საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, ორმხრივი და რეგიონული საინვესტიციო პროექტები. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე. რეგიონული ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებულად აღინიშნა ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობა. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს რეგიონული, სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერების პროცესში. ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს გააცნო საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ამერიკელმა პარტნიორებმა პოზიტიურად შეაფასეს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები და მხარდაჭერა აღგვითქვეს ქართული მხარის ინიციატივების განხორციელებაში. „დღევანდელი შეხვედრა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მოხარული ვარ, რომ ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, განსაკუთრებულ ძლიერ მხარდაჭერას კი აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართ იჩენს. ჩვენი სურვილია, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა სიღრმისეულად და უწყვეტად გაგრძელდეს. 25 წლის განმავლობაში საქართველომ შთამბეჭდავი გამოცდილება დააგროვა ეკონომიკური განვითარებისა და კარგი მმართველობის სფეროში. დღეს გამართული დიალოგის ფარგლებში, ჩვენ შევიმუშავეთ ამბიციური დღის წესრიგი, რომელსაც შეუძლია ორი ქვეყანა მომდევნო 25 წლის, და შესაძლოა უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც, კიდევ უფრო მეტად დაუახლოვოს ერთმანეთს", - განაცხადა ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, კურტ ტონგმა.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)