|
2016-04-12 16:58:36, 553 ნახვა
საზოგადოება
კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიას ფუნდამენტალიზმში ადანაშაულებს
"დიდი და წმინდა კრების" წინ, რომელიც 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს და რომელსაც ზოგიერთი მე-8 საეკლესიო კრებასაც კი უწოდებს, დიდი დაპირისპირებაა და ერთ-ერთი მხარე საქართველოს ეკლესიაა. ამის შესახებ ვრცელ სტატიას გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი წერს დაპირისპირება იმდენად დიდია, რომ ის კულუარებიდან გარეთ გამოვიდა და მსოფლიო საპატრიარქო და საქართველოს ეკლესია ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ტონითა და ბრალდებებით აღსავსე საჯარო წერილებითაც კი მიმართავენ. ბრალდებები პირველად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან გაისმა - მათ საქართველოს ეკლესია "ხისტ და გამაღიზიანებელ" ქცევაში, დიდი და წმინდა კრების ჩატარების საკითხის "ჩიხში შეყვანაში", "ფუნდამენტალიზმსა" და "შუასაუკუნეებში დაბრუნების სურვილში" დაადანაშაულეს. ქართული მხარე კი საპასუხოდ კონსტანტინეპოლს ქართველებისადმი შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს დელეგატებს არ ეძლევათ პოზიციების დაფიქსირების უფლება. მეტიც, "სხდომების მუშაობაში საქართველოს დელეგაციის სრულფასოვნად ჩართვის საკითხი კენჭისყრაზეც კი დააყენეს, რის გამოც საქართველოს წარმომადგენლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს". იმდენად დაძაბულია ურთიერთობა კონსტანტინეპოლსა და საქართველოს შორის, რომ შესაძლოა, "დიდი და წმინდა კრების" ჩატარებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. 14 საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დიდ კრებას პირველად ატარებს და მართლმადიდებელ სამყაროში ეს დიდი მოვლენაა. წინასწარ ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ ეს სამზადისი დიდი დაპირისპირების ფონზე წარიმართებოდა. თუმცა, დაპირისპირება ასე საჯარო და შეურაცხმყოფველ სახეს თუ მიიღებდა და თან ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი როლი საქართველოს ეკლესიას თუ ექნებოდა, ამას არავინ პროგნოზირებდა. კრებაზე სულ 6 საკითხის გატანა იგეგმება. გადაწყვეტილება კონსესუსის გზით უნდა მიიღონ. ამდენად, ერთი ეკლესიის წინააღმდეგობაც უკვე იმას ნიშნავს, რომ საკითხი დაიბლოკება და ამიტომაც 14-ვე ეკლესიის თანხმობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კრებაზე გასატანი 6 საკითხი იანვრის ბოლოს შვეიცარიაში შეთანხმდა. საქართველომ ერთი საკითხის - "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზების" არსებული სახით გატანას ხელი არ მოაწერა. მეორე საკითხი, "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", შესწორდა და პატრიარქმა ილია მეორემ მას ხელი მოაწერა. დეტალების გარკვევას "ექსპრესნიუსი" საქართველოს საპატრიარქოსთან შეეცადა, თუმცა საპატრიარქოს წარმოადგენლებმა ჟურნალისტის კითვებზე პასუხის გაცემისთვის ან ვერ მოიცალეს, ან არ ისურვეს. პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა გვითხრა, რომ მას ამ თემაზე კომენტარი არც აქამდე გაუკეთებია და არც ახლა აპირებს ამას. საუბარი ვერ მოახერხა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ. როგორც მან გვითხრა შექმნილია სპეციალური კომისია და კითხვებზე პასუხის გაცემა დეკანოზ დავით შარაშენიძის კომპენტენციაა. კითხვებზე პასუხის გაცემა თბილისში არ-ყოფნის საბაბით არც ამ უკანასკნელმა ისურვა.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)