|
2016-04-12 16:22:45, 988 ნახვა
სამხედრო
უფროსკლასელები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ეწვივნენ
ნატოს კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ნატოს საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები და ლილოს 107-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, უფროსკლასელებს ინსტრუქტორებმა სასწავლო ცენტრის ისტორიის, დანიშნულების, სტრუქტურისა და არსებული კურსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. უწყების ინფორმაციით, მოზარდების ვიზიტი სასწავლო ცენტრში, შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქართველი სამხედროების მომზადების პირობების გაცნობას ისახავდა მიზნად. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები სიმულაციური სროლის სასწავლო კლასს ეწვივნენ და M4-ის ტიპის სასწავლო ავტომატური შაშხანიდან გაისროლეს. უფროსკლასელებმა სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა და ცენტრში არსებული ტექნიკაც დაათვალიერეს. ღონისძიება ნატოს კვირეულის ფარგლებში განხორციელდა. ეროვნულ სასწავლო ცენტრში უკვე იმყოფებოდნენ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)