|
2016-04-12 15:33:51, 934 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში „ჰიბრიდული ომის“ თემაზე სემინარი გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში სემინარი - „ჰიბრიდული ომი და მისგან მომდინარე საფრთხეები“ გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გენერალური შტაბის უფროსმა ლექცია წაიკითხა თემაზე - „ჰიბრიდული ომი, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა“ - ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდული ომის სპეციფიკასა და მახასიათებლებზე და მასთან გამკლავების საშუალებებზე ისაუბრა. კურსში თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამდღიანი სემინარის განმავლობაში მსმენელებს საშუალება ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ საინფორმაციო ოპერაციების არსისა და მისი შემადგენელი ელემენტების თავისებურებების, თანამედროვე მიდგომებისა და ხერხების უპირატესობების შესახებ. ტრენინგზე თეორიული მასალის გარდა პრაქტიკულ მაგალითებსაც განიხილავენ, ისაუბრებენ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შესახებ. „ჰიბრიდული ომის“ თემატიკაზე სემინარი პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ არის ორგანიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)