|
2016-04-12 12:55:41, 441 ნახვა
პოლიტიკა
ხმალაძე: სააკაშვილი პრემიერი თუ იქნებოდა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მასაც უნდა ჰქონოდა
„თუ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა პრემიერ-მინისტრი, მასაც უნდა ჰქონოდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ ის არ არის და ვერ იქნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტაგ ხმალაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავდნენ. ცვლილებების მიხედვით, პრემიერი, პარლამენტის წევრად წარდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, აღარ გადადგეს. ხმალაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება საპარლამენტო ოპოზიციის პრემიერმინისტრსაც შეეხება. „თქვენ, რომ მოიგოთ არჩევნები, თქვენი პრემიერმინისტრი რომ იყოს, მასაც არ უნდა ეკრძალებოდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, - აღნიშნა ვახტაგ ხმალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრს, თუ ის პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი, თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება. აღნიშნულს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნული დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას არ შეესაბამება. „პრემიერმინისტრი, როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ან მმართველი კოალიციის პოლიტიკური ლიდერია და ახალ საპარლამენტო არჩევნებში წარუძღვება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს. პრემიერმინისტრის მონაწილეობა საყოველთაოდ დაშვებული და გავრცელებული მოვლენაა. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერმინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. ასეთი ვითარება კი, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც შესაძლოა, 2 თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები - ზვიად კვაჭანტირაძე და ვახტანგ ხმალაძე არიან.
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)