02:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 16:43:25, 471 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გამოიწვიეს

ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გამოიწვიეს. უმრავლესობის გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა  სესიაზე გამოაცხადა.
რეგლამენტის მიხედვით, ვიცე-სპიკერის გადაყენებას კენჭისყრა არ სჭირდება. დავით უსუფაშვილმა ზურაბ აბაშიძეს  გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
"პარლამენტის რეგლამენტის 113-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით არჩეული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე ამ თანამდებობიდან გამოწვეულია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებით ადგენს გარკვეულ პროცედურებს და განსაზღვრავს უფლებამოსილ პირებს, ზურაბ აბაშიძე უმრავლესობის წარდგინებით იყო არჩეული რეგლამენტის 113-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წარმდგენ სუბიქეტს უფლება აქვს გამოიწვიოს წარდგენილი პირი ამ თანამდებობიდან. ასე რომ, გთხოვთ, პარლამენტმა ეს საკითხი მივიღოთ ცნობად და გაკეთდეს შესაბამისი საოქმო ჩანაწერი. მინდა ბატონო ზურაბ აბაშიძე ( ბატონო ზურაბ, არ იყავით უდისციპლინო დეპუტატი და ახლა ნუ გახდებით, აღარ გაქვთ პასუხისმგებლობა თავისუფლება იგრძენით) მინდა მადლობა მოგახსენოთ გაწეული საქმიანობისთვის თანამდებობაზე და გისურვოთ წარმატებები შემდგომში პარლამენტის წევრის სტატუსით",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics