16:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 16:08:29, 331 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ყველა მინისტრს, ვინც საარჩევნო პროცესში ჩაერთვება, თანამდებობის დატოვება მოგვიწევს

აგვისტოში ყველა იმ მინისტრს, ვინც საარჩევნო პროცესში ჩართული იქნება, თანამდებობის დატოვება მოგვიწევს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მინისტრების მიერ თანამდებობების შესაძლო დატოვებაში სენსაციურს ვერაფერს ხედავს.

"ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ზოგადად ის რაც ქვეყანაში ხდება, კოალიციასთან მიმართებაში, მე ამას მხოლოდ დადებით ნაბიჯებათ ვაფასებ“, - აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე - იქნება თუ არა კახი კალაძე საარჩევნო სიაში, მან წინასწარი განცხადებების გაკეთებისგენ თავი შეიკავა.

"გუნდში ვიმსჯელებთ. მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის", - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics