|
2016-04-08 12:21:49, 980 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 28 არტილერისტი შეემატა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო სკოლის მიერ მომზადებული 28 არტილერისტი შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, უმცროს ოფიცერთა მომზადების სპეციალიზაციის კურსის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე, ახალგაზრდა ოფიცრებს სერთიფიკატები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და სამხედრო წვრთნებისა და განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ გადასცეს. უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსი 28 სექტემბერს დაიწყო და 28 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 7 თვის განმავლობაში, დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულმა ოფიცრებმა არტილერიის სპეციალობისთვის საჭირო დისციპლინები შეისწავლეს. მსმენელები საარტილერიო ცეცხლის მომსახურების პროცედურებს და სროლისა და ცეცხლის მართვის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ახალგაზრდა ლეიტენანტები პრაქტიკაში ეცნობოდნენ შეიარაღებულ ძალებში არსებულ საარტილერიო შეიარაღებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)