|
2016-04-07 16:11:54, 461 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები განიხილეს, თუმცა მათთან დაკავშირებით კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო. თამარ ლილუაშვილის შემთხვევაში, კომიტეტის 12 წევრის ბიულეტენიდან, 2 ბათილი, ანუ შეუვსებელი აღმოჩნდა, 6-მომხრე, 4- წინააღმდეგი. გადაწყვეტილების მიღების კვორუმი კი, 8 იყო. შესაბამისად, გადაწყვეტილება არ არის მიღებული. რაც შეეხება ნონა თოდუას, 12 ბიულეტენიდან 3 ბათილად იქნა ცნობილი, 5- მომხრე, 4- წინააღმდეგი. ამიტომ, კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერც ნონა თოდუასთან დაკავშირებით მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები 28 მარტს წარადგინა. თამარ ლალიაშვილს 2001-2006 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში, იგი საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 1993-1999 წლებში კი, თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 1988 წელს მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 2010 წელს სამართლის დოქტორის წოდება მიენიჭა. იგი არის 2 წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ნონა თოდუას კი, 30 წლიანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო მუშაობის სტაჟი აქვს. წლების განმავლობაში იგი ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2014 წლის იანვრიდან დღემდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრფესორია. ნონა თოდუა არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. მან 1981 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)