14:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 10:44:36, 715 ნახვა

სამართალი
პარლამენტში დღეს თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურებს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს  საქართველოს პრეზიდენტის მიერ  უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას  კანდიდატურებს განიხილავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები 28 მარტს  წარადგინა.

თამარ ლალიაშვილს 2001-2006 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში, იგი საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 1993-1999 წლებში კი, თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 1988 წელს მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 2010 წელს სამართლის დოქტორის წოდება მიენიჭა. იგი არის 2 წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

რაც შეეხება ნონა თოდუას, მას 30 წლიანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო მუშაობის სტაჟი აქვს. წლების განმავლობაში იგი ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2014 წლის იანვრიდან დღემდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრფესორია. ნონა თოდუა არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. მან 1981 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics