15:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 10:40:49, 342 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა, ქართველ კოლეგას პაჟაისლისის  მონასტერში უმასპინძლა. მე-17 საუკუნის მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უნიკალურია და იგი 1667-1712 წლებში ლიტვის დიდი სათავადოს მთავრის, კრისტოფ პაკასის ინიციატივით აშენდა.

ცნობისთვის, პაჟაისლისის მონასტერს საქართველოსთან უნიკალური კავშირი აქვს. აქ 1907-1908 წლებში წინამძღვარად მსახურობდა საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქი, კირიონ II (ერისკაცობაში - გიორგი საძაგლიშვილი).

კირიონ II-მ მონასტერში მოკლე მსახურების მიუხედავად, ლიტვის ისტორიის მკვლევარებს საკმაოდ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მონასტრის მონახულებისას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა ხელნაწერების ასლი ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს წარუდგინა,  რის შემდეგაც იგი  პაჟაისლისის მონასტერს, კერძოდ, წმ. კაზიმირის კონგრეგაციის  წინამძღვარსა და სილვია ელენა მატაჩიუნაიტეს გადაეცა.

კირიონ II-ის პირად ფონდში, რომელიც ეროვნულ არქივში 1923 წლიდან ინახება, დაცულია პაჟაისლისის მონასტრიდან ჩატანილი, მის მიერ შეკრებილი სხვადასხვა მასალა, მათ შორის XVI-XX საუკუნეებით დათარიღებული მანუსკრიპტები ლიტვურ ენაზე. აღნიშნული  ხელნაწერები  ლიტვური კულტურის უნიკალური ნაწილია, რომელიც  აღწერს მონასტრის ადრეულ ისტორიას.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერების კვლევა ლიტველმა და ქართველმა მეცნიერებმა აქტიურად კვლევა 2009 წლიდან დაიწყეს.  კირიონ II-ს ფონდში სულ აღმოჩნდა 711 დოკუმენტი, რომელთაგანაც 669 ერთეულის  დიგიტალიზაცია მოხდა. 2015 წელს  საქართველოს ეროვნულმა არქივმა ციფრული ასლები მიაწოდა ლიტვურ მხარეს და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო მისი დაბეჭდვა.

მონასტრის მონახულებისას ლიტვის საგარეო საქმეთ მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა ხელნაწერების ასლი ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს წარუდგინა,  რის შემდეგაც იგი  პაჟაისლისის მონასტერს, კერძოდ, წმ. კაზიმირის კონგრეგაციის  წინამძღვარსა და სილვია ელენა მატაჩიუნაიტეს გადაეცა.

ხელნაწერთა გადაცემის ცერემონიაზე ორივე  ქვეყნის  საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს ევროპის ისტორიაში პაჟაისლისის მონასტრის, როგორც კულტურისა და სულიერების ცენტრის არსებობის  მნიშვნელობა და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ მონასტრის კედლებში მსახურობდა საქართველოს უდიდესი სასულიერო მოღვაწე, საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics