|
2016-04-06 17:12:07, 923 ნახვა
სამხედრო
დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთელთა გუნდი "ძლიერთა თამაშებისთვის" ემზადება
თავდაცვის სამინისტროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთელთა გუნდი 2016 წლის "ძლიერთა თამაშებში" მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება. სამინისტროს ინფორმაციით, მზადების პროცესში სხვადასხვა გუნდთან ამხანაგური შეხვედრები სამინისტროს სპორტულ კომპლექსში იმართება. ამჯერად ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროსა და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები შეხვდნენ. თამაში დაჭრილი სამხედროების გამარჯვებით დასრულდა. "ძლიერთა თამაშები" დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად და მათივე მონაწილეობით ტარდება. „ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე, მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშები“ შესაძლებლობას იძლევა, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებმაც ადამიანთა კეთილდღეობისთვის მსხვერპლი გაიღეს, დაშავდნენ ბრძოლებსა თუ სამშვიდობო მისიებში“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. „ძლიერთა თამაშები“ წელს მაისში აშშ-ში გაიმართება. სპორტულ ღონისძიებას ფლორიდის ქალაქი ორლანდო უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)