14:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 15:15:32, 401 ნახვა

პოლიტიკა
კორნელი კაკაჩია: „რესპუბლიკელები“ გარკვეულ კონკურენციაში შედიან „თავისუფალ დემოკრატებთან“

„ქართული ოცნების“ გარდა კოალიციის ყველა სუბიექტს გაუჭირდება ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მოხვედრა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თსუ-ის პროფესორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ განუცხადა.

კაკაჩიას შეფასებით, კოალიციაში შემავალი პარტიებიდან „ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი შანსი „რესპუბლიკელებს“ აქვთ. დანარჩენი პარტიების შანსი მინიმალურია თუ ისინი არჩევნებზე გამოსვლას დამოუკიდებლად გადაწყვეტენ.

მისივე თქმით, არჩევნებზე „რესპუბლიკელები“ გარკვეულ კონკურენციაში შედიან „თავისუფალი დემოკრატებთან“ , ვინაიდან ორივე პარტია ლიბერალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული და შესაბამისად ერთი და იგივე სეგმენტის ამომრჩეველიც ჰყავს.

„კოალიციის სუბიექტებს დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. პარტია „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი შანსი აქვს. კოალიციის დანარჩენ სუბიექტებს, მათ შორის „რესპუბლიკელებსაც“ არ აქვთ გარანტია, რომ პარლამენტში მოხვდებიან.

თუ „რესპუბლიკელები“ დამოუკიდებლად იყრიან კენჭს ისინი გარკვეულ კონკურენციაში შედიან „თავისუფალ დემოკრატებთან“, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე პარტია ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტიაა და ორივე პარტიას მეტ-ნაკლებად ამომრჩეველთა ერთი და იგივე სეგმენტი ჰყავს.

„დემოკრატები“ აცხადებენ, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ. აქედან გამომდინარე ეს არჩევნები სერიოზული გამოწვევა იქნება „რესპუბლიკელებისთვის“.

კოალიციის დანარჩენ სუბიექტებს რაც შეეხება თუ ისინი რომელიმე ბლოკში არ გაერთიანდნენ მათი შანსი მინიმალურია“, - განუცხადა კორნელი კაკაჩიამ „ექსპრესნიუსს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics