20:50 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-28 13:44:06, 230 ნახვა

საზოგადოება
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

„ემპი დეველოპმენტმა“ წარმატებით განათავსა 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის 1-წლიანი ფასიანი ქაღალდები. ემისია 57 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. განთავსების აგენტები თიბისი კაპიტალი და გალტ & თაგარტი იყვნენ. ობლიგაციები საქართველოს ეკონომიკისგანვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრისმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა.ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება თბილისისსაფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ობლიგაციების ინვესტორები ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების კუპონმა 7.50% შეადგინა, ევროს ტრანშის კუპონი კი 6.50%-ით განისაზღვრა. მოზიდული სახსრები არსებული ობლიგაციების რეფინანსირებასა და სამომავლო პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. აღნიშნული ტრანზაქციით კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების ხარჯები და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეძლო დამატებით სახსრების მოზიდვა სამომავლო პროექტების განსახორციელებლად.

„ვულოცავ „ემპი დეველოპმენტს“ მორიგ წარმატებულ ტრანზაქციას. კომპანია აქტიური ემიტენტიასაქართველოს კაპიტალის ბაზარზე და მოცემული ემისიის გათვალისწინებით, განთავსებული აქვს 29 მილიონ აშშ დოლარსა და 8 მლნ ევროზე მეტი მოცულობის ობლიგაციები. მოხარული ვარ, რომ აქტიურად ვპარტნიორობთ და თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მე-4 და მე-5 ემისიებიგანვახორციელეთ. შედეგად, ერთობლივად ვაგრძელებთ ადგილობრივი სავალო კაპიტალის ბაზრის განვითარებას. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალი უკვე ექვს კომპანიას დაეხმარა ფინანსური რესურსების მოზიდვაში. ჯამში, 10 ტრანზაქციის ფარგლებში 400 მილიონი ლარის კორპორაციული ობლიგაციები განვათავსეთ. შედეგად, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას და ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე 60%-იანი წილი გვიჭირავს“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მინდა მივულოცო „ემპი დეველოპმენტს“ 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს ჩვენი რიგით მეორე წარმატებული თანამშრომლობაა. პროგრამით პირველად სარგებლობისას კომპანიამ სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რაც ახალი ემიტენტების კაპიტალის ბაზარზე შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, - ირაკლი გაბრიაძე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორი.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, წელს კიდევ ერთხელ, წარმატებით განვახორციელეთ ობლიგაციების ემისია. „ემპიდეველოპმენტის“, როგორც აქტიური და წარმატებული ემიტენტის მიმართ ინვესტორების მაღალმა ნდობამ და კომპანიის მიერ წარმატებით განხორციელებულმა წინა ემისიებმა შესაძლებლობა მოგვცა, წელს ბაზარს კიდევ უფრო მასშტაბური შეთავაზებით დავბრუნებოდით. შედეგად, 57 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განვათავსეთ 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს ობლიგაციები. „ემპი დეველოპმენტის“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის თიბისი კაპიტალს, გალტ ენდ თაგარტსა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას - მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ემისიის წარმატებით განხორციელებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ემისიის მიმართ ინვესტორების ინტერესი კვლავ მაღალია. ამასთან, სასიხარულოა, რომ არსებულმა ინვესტორებმაც გამოხატეს ახალ ემისიაში მონაწილეობის სურვილი, რაც კომპანიის მიმართ მაღალი ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიისადმი პოზიტიური შეფასების კიდევ ერთი დასტურია. „ემპიდეველოპმენტი“ უკვე 14 წელია თანმიმდევრულად და სტაბილურად ვითარდება. გვჯერა, რომ სწორედ ეს თანმიმდევრულობა და მიღწეული შედეგები განაპირობებს ბაზრის მზარდ ნდობას ჩვენი კომპანიის მიმართ“, - პაპუნა კაციტაძე, „ემპიდეველოპმენტის“ დირექტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics