13:51 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-20 21:03:01, 307 ნახვა

სამართალი
ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას. ვწუხვარ, რომ ქალბატონმა დაზიანება მიიღო - ჭიღლაძე

"ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას" - წერს 18 ივლისს, თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ავრცელებს.

"ამჟამად ვიმყოფები გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩემი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე მაწვდიან ყველა ინფორმაციას.

მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის. ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას.

ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია.

ყველა ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს ამიტომ, გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ, ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციას და ნუ იმოქმედებთ თქვენი შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე." - წერს გიორგი ჭიღლაძე.

დღეს, გიორგი ჭიღლაძეს ბრალდება წარუდგინეს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. პროკურატურის ცნობით, მისთვის 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

18 ივლისს თელავში მომხდარან დაკავშირებით, შსს-მ განცხადება 19 ივლისს გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

რის შემდეგაც გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ავიდა ტურისტების ოთახთან და უწყების ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

ჭიღლაძე დააკავეს და გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატი მახაშვილი - რაზე ვდავობთ ახლა? - ქალი, როდესაც რუსი არა ხარ, სხვა შემთხვევაში შეიძლება შენზე ძალადობა?
ლიბანის არმია სამხრეთის გათავისუფლებულ ზონებში შედის
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics