|
2016-04-05 20:15:24, 888 ნახვა
სამხედრო
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური ტელევიზიის გადაცემა „ორიენტირი“ შეიარაღებულ ძალებში გაწვევის თემას დაეთმო
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური ტელევიზიის გადაცემა „ორიენტირი“ შეიარაღებულ ძალებში გაწვევის თემას დაეთმო. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი საქართველოს შეიარაღებული ძალების საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე იყო. მან გადაცემის მაყურებელსა და დამსწრე აუდიტორიას საკონტრაქტო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა საკონტრაქტო სამსახურიში მოსახვედრად გასავლელ ეტაპებზე, ანაზღაურებასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე. პოლკოვნიკმა ქავთარაძემ აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა და დამსწრე სტუდენტებს საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტური ვიდეორგოლები აჩვენა. პოლკოვნიკ მამუკა ქავთარაძესთან ერთად გადაცემაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი გოჩა ხარშილაძე და პოლიტიკური ცენტის „გირჩის“ წარმომადგენელი გუგა ჩაფიჩაძე მონაწილეობდნენ. მათ სავალდებულო სამსახურის მნიშვნელობასა და იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრეს, რომლიც ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებას ეხება. გადაცემას ასევე სტუმრობდა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი სერჟანტი ალექსანდრე ყარალაშვილი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013-14 წლებში მსახურობდა და ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)