10:58 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 16:16:43, 487 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა კახეთის რეგიონის საზოგადოებრივ ცენტრებში თემატური ტრენინგები ჩაატარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ კახეთის რეგიონის ოთხ საზოგადოებრივ ცენტრში - შაშიანში, შილდაში, ნუკრიანსა და კაჭრეთში სხვადასხვა შინაარსის ტრენინგები ჩაატარა.

ცენტრის ინფორმაციით, შაშიანისა და ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრებში ტრენინგები პროექტ „გოგონათა კლუბის“ ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრების  თემა იყო სამოქალაქო აქტივობა და მოქალაქის როლი ადგილობრივი თემის განვითარებაში. ახალგაზრდებმა ჯგუფური მუშაობით და დისკუსიით განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლით მათ განვითარებას. იმსჯელეს სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ.

გარდა ამისა, სოფელ შაშიანში გაიმართა საინფორმაციო  შეხვედრა ახალგაზრდა დედებთან, რომლებიც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ძირითად საქმიანობებსა და პროგრამებს გაეცნენ.  განსხვავებული თემატიკის ტრენინგები ჩატარდა კაჭრეთისა და შილდის საზოგადოებრივ ცენტრებში. შეხვედრები პროექტ „ახალგაზრდული კლუბის“ ფარგლებში გაიმართა. ტრენინგს ბავშვთა უფლებების შესახებ ადგილობრივი სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ. შეხვედრები დატვირთული იყო საინტერესო სავარჯიშოებით. კაჭრეთისა და შილდის შეხვედრების მონაწილე მოსწავლეებს მოზარდთათვის ადაპტირებული ბავშვის უფლებათა კონვენციები დაურიგდათ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი, სამოქალაქო და შემეცნებითი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.  ამ მიზნით სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრში პროექტები ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics