10:58 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 14:19:16, 524 ნახვა

საზოგადოება
სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" პირველი ეტაპი დასრულდა

თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" პირველი ეტაპი დასრულდა. 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის   მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერის მოადგილეებმა ნინა ხატისკაცმა და ირაკლი ლექვინაძემ გადასცეს.

ღონისძიებაზე სტაჟირების პროგრამის პირველი ეტაპი შეაჯამეს და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რაც  პროექტში ჩართულ სტუდენტებს ეძლევათ.

პროექტი თბილისის მერიის ინიციატივით,  2015 წლის დეკემბრიდან ხორციელდება და მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში  დამამთავრებელი  კურსის სტუდენტთა სამთვიან სტაჟირებას გულისხმობს. პროგრამის მიზანია მონაწილეებმა, სპეციალობის შესაბამისად, აიმაღლონ პრაქტიკული უნარები და სხვა დარგობრივი თუ ზოგადი კომპეტენციები.

თბილისის მერის შეფასებით, ,,დაიწყე კარიერა" ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

„სტუდენტებს საშუალება მიეცათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაეტანათ. ჩართულები იყვნენ მერიის სამსახურების ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ გაიღრმავეს ცოდნა და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პირველ ეტაპზე სტაჟირება 100-მდე სტუდენტმა გაიარა.  მალე  პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყება. სტაჟირების მონაწილეობის წესი და შერჩევის კრიტერიუმები მერიის ვებ გვერდზე განთავსდება. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, საკრებულოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მერიის დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics