11:03 - 28 Jul, 2026
|
2026-06-11 23:03:32, 3182 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას Adjara Times ავრცელებს. გამოცემის თანახმად, დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, მას ქვედა კიდურების დაზიანება აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)