14:35 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-08 20:48:11, 1774 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს მსოფლიოს შესახებ საერთო ხედვა აქვთ

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესები, ასევე თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გამოწვევები და პერსპექტივები.

ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას თანამშრომლობის ძირითადი სფეროების შესახებ.

ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ თბილისს უმასპინძლებს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი სამმხრივი შეხვედრა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი დიდი ხანია „რეგიონული თანამშრომლობის წარმატებული ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია“, რასაც ადასტურებს მთელი რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების მთელი რიგი.

„არსებული საერთაშორისო ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, სამმხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, კოორდინირებული ვიყოთ ჩვენი საერთო ინტერესების წინსვლის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის მიმართულებით.

დღეს, ჩემს კოლეგებთან ერთად, განვიხილეთ რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ასახავს ჩვენი ურთიერთქმედების ძირითად სფეროებს.

განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხებს. განსაკუთრებით გავუსვით ხაზი, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წინაპირობაა როგორც რეგიონის განვითარებისთვის, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics