|
2026-06-05 13:05:35, 2858 ნახვა
პოლიტიკა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება
4 ოქტომბრის საქმეზე, კერძოდ, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ კიდევ 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ინფორმაცია დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. საპროცესო შეთანხმების პირობა ბრალის აღიარება და 3-წლიანი პირობითი მსჯავრია. ბრალდება აღიარეს: 1.ალექსანდრე გოგოლაძემ 2. გოჩა ყატაშვილმა 3. სულხან ამბალავამ 4. რამაზ ჯორბენაძემ 5. ჯანრი თირქიამ 6. გენადი კეხილაშვილმა 7. და დავით ღურწკაიამ 8. ევა შაშიაშვილმა პროცესზე ბრალდება არ აღიარეს და ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებიან: 1. დავით სტურუა 2. დავით ჟღენტი 3. ზაქრო ალბუთაშვილი 4. კახაბერ მჟავანაძე 5. გიორგი ჩახუნაშვილი 6. ია დარახველიძე 7. ალექსანდრე კოკაია მანამდე, 2 ივნისს გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე, კერძოდ, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან შემდეგი პირები გათავისუფლდებიან: ალექსანდრე ხაბეიშვილი; ბექა ქელეხსაშვილი; გიორგი მუმლაძე; მამუკა ლაბუჩიძე; გურიელ ქარდავა; ავთანდილ სურმანიძე; თემურ ქურციკიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)