|
2016-04-04 14:04:11, 904 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე ნორვეგიის პირველ ქალ ადმირალს შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტს, კონტრადმირალ ლუიზ დედიქენს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს საქართველოს ლოგისტიკური მიმართულების განვითარების მხარდაჭერაზე. „განვიხილეთ საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური მიმართულების განვითარებას, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე; საქართველო მზად არის, აღმოუჩინოს ყოველგვარი ლოგისტიკური თუ სატრანსპორტო დახმარება პარტნიორებს, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით. ამდენად, ეს მიმართულება, რომელიც ისედაც ვითარდება საქართველოში, კიდევ უფრო მეტ იმპულსს შეიძენს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ურთიერთობები კიდევ უფრო გაამყარებს ამ ცოდნასა და შესაძლებლობებს“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესანიშნავ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოსა და ნორვეგიას აკავშირებს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით ახალი იდეებიც დაიბადა, როგორიცაა, მაგალითად, აკადემიურ სფეროში თანამშრომლობა და გაცვლითი სასწავლო ვიზიტები“, - განაცხადა კონტრადმირალმა. ლუიზ დედიქენი ნორვეგიაში პირველი ქალია, რომელსაც ადმირალის წოდება მიენიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)