|
2026-06-04 11:48:22, 3661 ნახვა
საზოგადოება
დუმილი პარლამენტში და 345 000 ლარი ოცნებას- რის სანაცვლოდ იღებს ყოფილი დეპუტატი 5,491 ბინის მშენებლობის ნებართვას -TI-ის ანგარიში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი დეპუტატი იაშა შერვაშიძე და მისი ბიზნესპარტნიორები „ქართულ ოცნებას“ ჯამში 345 000 ლარს სწირავდნენ, პარალელურად კი ბათუმში სახელმწიფო ქონებას იღებდნენ და მსხვილ სამშენებლო პროექტებს იწყებდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, პარტიისთვის განხორციელებული შემოწირულობების პერიოდი ემთხვევა იმ დროს, როდესაც შერვაშიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბათუმში სახელმწიფო მიწის ნაკვეთები უკონკურენტო წესით მიიღეს. ყოფილმა პარლამენტარმა, იაშა შერვაშიძემ, მისმა ბიზნესპარტნიორებმა და ოჯახის წევრებმა, „ქართულ ოცნებას” და „ქართული ოცნების” მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში 345,000 ლარი შესწირეს. იაშა შერვაშიძე, 2008-2012 წლებში, ქედის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის, 2012 წელს კვლავ აირჩიეს ქედის მაჟორიტარ დეპუტატად “ნაციონალური მოძრაობიდან”, მაგრამ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, დაპორტირდა „ქართულ ოცნებაში“. მას დეპუტატობისას არც საკანონმდებლო ინიციატივაზე უმუშავია და არც სიტყვით გამოსვლის უფლებით უსარგებლია. სამაგიეროდ, მან და მისმა ოჯახის წევრებმა, დეპუტატობის პერიოდში და შემდეგაც, განავითარეს საკუთარი ბიზნესი, ფლობენ 11 კომპანიის წილებს ან ხელმძღვანელობენ მათ. აქედან 3 სამშენებლო კომპანიაა.
აღსანიშნავია, რომ იაშა შერვაშიძის და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაღებული შეწირულებები ემთხვევა სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდს.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)