|
2026-06-03 19:53:07, 3074 ნახვა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება
ბაზრების დივერსიფიკაცია და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა დღეს მრავალი ბიზნესისთვის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 17 ივნისს, 17:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის ქ. 18-ში, „პუბლიკაში“ გაიმართება ლიკუნა კერესელიძის ვორკშოპი - „პირველი ნაბიჯები ექსპორტზე“, რომელიც კომპანიებს საექსპორტო საქმიანობის დაწყებისა და დაგეგმვის პროცესში დაეხმარება. ვორკშოპი დაეთმობა იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც ბიზნესებმა ექსპორტის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინონ. მონაწილეები გაეცნობიან კომპანიის საექსპორტო პოტენციალის შეფასების მიდგომებს, ექსპორტის მზაობის ძირითად კომპონენტებს, სამიზნე ბაზრების შერჩევის მეთოდებსა და ექსპორტის ფინანსურ ლოგიკას. ვორქშოპი პრაქტიკულ ცოდნასა და რეალურ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული და მონაწილეებს დაეხმარება, უკეთ შეაფასონ საკუთარი ბიზნესის შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად. საქართველოს ბანკი ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი ცოდნის მიღებასა და საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება. ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)