09:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-03 18:24:47, 2310 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ რუსეთის კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა და კორვეტი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე იერიშის შედეგად განადგურებულია რაკეტმზიდი "ბოიკი".

უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ "მადიარ" ბროვდის" მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა კორვეტ "ბოიკის," რომელიც მართვადი რაკეტებით არის აღჭურვილი, მიაგნეს და "ცეცხლი წაუკიდეს". 

მისივე თქმით, რუსული გემი კრონშტადტში შესაკეთებელი სამუშაოებისთვის თებერვლიდან მოყოლებული იყო გაჩერებული. ნავსადგომში ყოფნისას კი ის კვლევით გემ "ადმირალ ვლადიმირკის" შეეჯახა. უკრაინული მხარის ცნობით, "ბოიკის" რუსეთი, მათ შორის, ჩრდილოვანი ფლოტის ესკორტირებისთვის იყენებდა. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ლენინგრადის ოლქში უკრაინულმა დრონებმა სამხედრო გემების ნავსადგომს შეუტიეს, ხოლო ოკუპანტებისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბების გადამოწმება ამ დრომდე მიმდინარეობს. 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 3 ივნისის ღამის საათებში თავდაცვის ძალებმა იერიშები მიიტანეს კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე, რომელიც რუსეთის საზღვაო ძალების ბალტიის ზღვის ფლოტის მთავარ ავანპოსტს წარმოადგენს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics