|
2026-05-31 18:30:05, 2973 ნახვა
ევროპის ამბები
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს ამჟამად ლიმიტის ღირებულება ბარელზე 44.10 აშშ დოლარია და მისი გადახედვა ამ ზაფხულს იგეგმება, როგორც მექანიზმის ნაწილი, რომელიც ყოველ ექვს თვეში ერთხელ ზღვრულ ფასს რუსული ურალის ნავთობის საბაზრო ფასზე 15%-ით დაბლა ადგენს. თუმცა, Bloomberg-ის წყაროები აცხადებენ, რომ ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის ამჟამინდელ დონეზე დროებით გაყინვას განიხილავს. მათი თქმით, ივლისში ფასების შემდეგი ზღვრის გადახედვა, სავარაუდოდ, ბარელზე ფასის მინიმუმ 65 აშშ დოლარამდე გაზრდას გამოიწვევს, რაც დიდი შვიდეულის (G7) მიერ ერთობლივად დადგენილ 60 აშშ დოლარის ზღვრულ ნიშნულს აღემატება. წყაროების ცნობით, ევროკავშირის მიერ განხილულ სხვა ვარიანტებს შორისაა დინამიური და ავტომატური ფასების ზღვრის ზრდის შეჩერება წლის ბოლომდე ან ნებისმიერი ზრდის შეზღუდვა ბარელზე 60 დოლარამდე. ეს ღონისძიება შეიძლება იყოს ევროკავშირის ახალი 21-ე სანქციების პაკეტის ნაწილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)