02:48 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-30 21:47:22, 2128 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg: ქუვეითში, საჰაერო ბაზაზე ირანის სავარაუდო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი დაიჭრა

Bloomberg-ის ცნობით, ქუვეითში, ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზაზე, სავარაუდოდ, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და კონტრაქტორი დაიჭრა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემამ Fateh-110 ბალისტიკური რაკეტა ჩაჭრა.

Bloomberg-ის წყაროს ცნობით, დაზიანებები მსუბუქი იყო და რაკეტის ჩაჭრის შემდეგ ჩამოვარდნილი ნამსხვრევებით იყო გამოწვეული.

ასევე, სერიოზული ზიანი მიადგა ბაზაზე განთავსებულ ორ MQ-9 Reaper დრონს.

ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზას რეგიონში ამერიკული ძალები იყენებენ.

ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან და გამოაცხადა, რომ აპირებდა „საბოლოო გადაწყვეტილების“ მიღებას ირანის წინადადებაზე შესაძლო 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

Bloomberg-ის ცნობით, განსახილველი ინიციატივა ითვალისწინებს დროებით ცეცხლის შეწყვეტას, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლებას და შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებას, მათ შორის ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების საკითხს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics