15:06 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-29 14:13:05, 3292 ნახვა

პოლიტიკა
მარკ რუტე: რუსეთის უგუნური ქცევა ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე რუსეთის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის უგუნური ქცევა ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მარკ რუტეს განცხადებით, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი დაარწმუნა, რომ NATO მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი.

მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს მთელ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.

მან თქვა, რომ "გუშინ ღამით რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათი უკანონო აგრესიის შედეგები საზღვრებით არ იზღუდება".

მარკ რუტეს თქმით, NATO გააგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

***

რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.

ბუქარესტი ადასტურებს, რომ დრონი რუსეთს ეკუთვნოდა. 

მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრენი აპარატი მათ საჰაერო სივრცეში უკრაინის ოდესის ოლქზე მასირებული თავდასხმის დროს შეიჭრა. გალატი სწორედ უკრაინის საზღვართან მდებარეობს. 

ბუქარესტმა მომხდარს რუსეთის მხრიდან სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაცია უწოდა. რუმინეთის საგარეო უწყებამ უკვე აცნობა ინციდენტის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს და მოკავშირეებისგან ანტიდრონული სისტემების გადაცემის დაჩქარება მოითხოვა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics