|
2026-05-29 12:13:47, 1923 ნახვა
ეკონომიკა
2025 წელს საქართველოში კომპანიების 74.2% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიას - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საწარმოების 25.8% სოციალური მედიის სულ მცირე ერთ საშუალებას იყენებდა (მაგ., Facebook, LinkedIn, X (Twitter), Instagram, YouTube, Snapchat, Pinterest და ა.შ.), ხოლო საწარმოთა 74.2% სოციალური მედიას საერთოდ არ იყენებდა. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 94.9%-ს ჰქონდა. ამასთან, საწარმოთა 74.7% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს იყენებდა, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ. საქსტატის თანახმად, 2025 წელს საწარმოებში დასაქმებულთა 35.5% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტულმა წილმა, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, 15.3% შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)