|
2026-05-29 11:16:30, 1326 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი - „იმპელ ვერდე“ შენდება. პროექტს დეველოპერული კომპანია „იმპელ დეველოპმენტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამის - მწვანე ეკონომიკის დაფინანსების მექანიზმის (GEFF) - ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მთავარი პარტნიორი თიბისია, რომელიც “იმპელ ვერდეს” 20.5 მილიონი ლარით აფინანსებს. საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის ერთ-ერთ განვითარებად უბანში, ვარკეთილში მდებარეობს და 32 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. პროექტი ექვს საცხოვრებელ ბლოკსა და კომერციულ სივრცეს აერთიანებს. “იმპელ ვერდეს” მნიშვნელოვანი ნაწილი - 10 000 კვადრატული მეტრი - რეკრეაციულ ზონებს ეთმობა, სადაც დაგეგმილია გამწვანებული სივრცეების, სპორტული და საბავშვო მოედნების, აუზისა და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ერთ-ერთი მთავარი, რაც „იმპელ ვერდეს” გამოარჩევს - ენერგოეფექტურობაა. კომპანია მშენებლობაში თანამედროვე, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს იყენებს, რაც ხელს უწყობს ბინებში ტემპერატურის შენარჩუნებას და ამცირებს ენერგომოხმარებას. შედეგად, მობინადრეები კომუნალურ ხარჯებს დაახლოებით 40-60%-ით დაზოგავენ და ამ გზით გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას ამცირებენ. სწორედ ენერგოეფექტურობა და მწვანე ინვესტიციების ხელშეწყობაა ეკონომიკის დაფინანსების მექანიზმის (GEFF) მიზანი. პროგრამა საქართველოში EBRD-თან ერთად, „მწვანე კლიმატის ფონდისა” და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ინიციატივიას ფარგლებში, საქართველოში 25 მილიონ დოლარამდე ფინანსური რესურსია გამოყოფილი. რაც ქვეყანაში ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად მდგრადი ინვესტიციების განხორციელებას უწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)