|
2016-04-04 11:16:24, 1094 ნახვა
მსოფლიო
გაერო მთიან ყარაბაღში გარდაცვლილთა შესახებ მონაცემებს ავრცელებს
მთიან ყარაბაღში გარდაცვლილთა რაოდენობამ 33-ს მიაღწია, 200-ზე მეტი კი დაჭრილია, - ამის შესახებ ინფორმაციას Tass გაეროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ცნობილია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში სულ მცირე 30 ჯარისკაცი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე არის გარდაცვლილი. დაჭრილთა რიცხვი, ოფიციალურად დადასტურებული არ არის. არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რიცხვი 200-ზე მეტია და მათ შორის სამხედროების გარდა მშვიდობიანი მოსახლეობაც არის. მედია საშუალების ცნობით, დასახლებულ პუნქტში, 14.4 ათასი მოსახლე ცხოვრობს. თუმცა გაეროს ინფორმაციით ჯერჯერობოთ უცნობია რამდენად დაზარალდა ინფრასტრუქტურა და არის თუ არა მოსახლეობა ევაკუირებული. ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ამ ღამით საომარი მოქმედებები აგდერ-ტერტერის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ცნობისთვის, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები შაბათს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ. მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)