|
2016-04-04 10:41:43, 947 ნახვა
სამხედრო
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები ბათუმის დელფინარიუმში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სამშვიდობო მისიებისა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შვილები ბათუმის დელფინარიუმში იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონიდან ბათუმში ჩამოსულ დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსა და ბავშვებს III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს. დელფინარიუმის შემოქმედებითმა ჯგუფმა ბავშვებს შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობა შესთავაზა. შოუში მონაწილე დელფინებმა - ზორომ, მაიამ, მონიკამ, ციციმ, ფლიპერისმა, მარკომ, ნინიმ და კვირიამ პატარა სტუმრებისთვის 30-მდე ნომერი, სამი ცეკვა, რგოლებითა და ბურთებით თამაში, კუდზე ბალანსი და სხვა შთამბეჭდავი ნომრები შეასრულეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გამართულ სოციალურ აქციას მხარი ბათუმის დელფინარიუმმა და ქალაქის მერიამაც დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)