|
2026-05-27 11:10:32, 1578 ნახვა
ეკონომიკა
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2026 წლის აპრილის ბოლოსათვის 70.03 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 559.44 მილიონი ლარით, 0.81%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.76%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 20.03% შეადგინა. - ამის შესახებ ეროვნული ბანკი იუწყება. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 179.52 მილიონი ლარით, ანუ 0.53%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.54%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 379.92 მილიონი ლარით, ანუ 1.06%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.95%-ით). დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის აპრილის ბოლოსათვის 53.40 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია არ შეცვლილა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.03 პროცენტული პუნქტით). აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.05% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.62% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.18% , ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)