|
2026-05-27 10:52:55, 3139 ნახვა
ეკონომიკა
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
ჩვენი აპლიკაცია MyCellfie საერთაშორისო პლატფორმის - Best Mobile App Awards-ის გამარჯვებული გახდა. Best Mobile App Awards ავლენს აპლიკაციებს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებით, სიმარტივით, ფუნქციონალითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევიან. Მოხარულები ვართ, რომ ჯილდო დაიმსახურა ჩვენი მომხმარებლების საყვარელმა აპლიკაციამ. MyCellfie უკვე დიდი ხანია ჩვენი აბონენტების რჩეული ციფრული სივრცეა, სადაც ერთი აპით მართავენ ყველაფერს - ბალანსიდან და პაკეტებიდან დაწყებული, პერსონალიზებული შეთავაზებებით, ლოიალობის პლატფორმით და სხვადასხვა ყოველდღიური სერვისებით დასრულებული. MyCellfie არა მხოლოდ მრავალფუნქციური, არამედ მარტივი, სწრაფი და კომფორტულია. აპლიკაციის აქტიური მომხმარებლების მაჩვენებელმა თითქმის 60%-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 10 მომხმარებლიდან თითქმის 6 MyCellfie-ს იყენებს. MyCellfie-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა Vodafone-თან პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ლოიალობის პლატფორმა Happy, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ბრენდის ექსკლუზიურ შეთავაზებებზე აძლევს წვდომას. აპლიკაციაში ინტეგრირებულია Bonus Steps ფუნქციონალი, რომელიც ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას ინტერნეტ ბონუსებად აქცევს. „ეს ჯილდო ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ მომხმარებლის გამოცდილებასა და იმ ყოველდღიურ ღირებულებას უკავშირდება, რომელსაც MyCellfie ქმნის. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიები ადამიანებისთვის რაც შეიძლება მარტივი და სასარგებლო გავხადოთ - ისე, რომ აპლიკაცია არ იყოს უბრალოდ სერვისი, არამედ რეალურად პასუხობდეს მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს“, - აცხადებს ია კუპატაძე, ციფრული მიმართულებების და ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)