|
2026-05-23 14:33:13, 2014 ნახვა
პოლიტიკა
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად პარლამენტთან ან სხვა მოთხოვნილ ლოკაციებზე. ინფორმაციას და მერიის პასუხს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ავრცელებს. „თქვენს 2026 წლის 22 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 26 მაისს საპროტესტო აქციის გამართვას და მსვლელობას (ი.ჭავჭავაძის გამზირიდან მ.მელიქიშვილის და შ.რუსთაველის გამზირის გავლით და საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან დასრულებას, ასევე კონსტრუქციების, მათ შორის, სცენის მოწყობას), გაცნობებთ შემდეგს: 2026 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისში შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, როგორც საზოგადოებრივი ასევე არასამარშრუტო ტრანსპორტისათვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს სხვა ქუჩების დატვირთვას ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად მიგვაჩნია. რაც შეეხება წერილში მითითებულ სხვა ლოკაციებს, სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების დამატებითი შეფერხების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაიმე სახის კონსტრუქციის (მათ შორის სცენის) მოწყობა ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. თქვენის მხრიდან სხვა ტერიტორიაზე მომართვის შემთხვევაში, საკითხს განვიხილავთ დამატებით“— წერია თბილისის მერიის მიერ ნიკა გვარამიასთვის გაგზავნილ წერილში
„წუხელ იმეილით მამცნეს პასუხი ჩემს განცხადებაზე 26 მაისის აქციის თაობაზე. დაწვრილებით თუ გაინტერესებთ შეშინებული ქოცების ეს უკანონო აბსურდი, ქვემოთ ნახეთ. მოკლე შინაარსი ასეთია: არანაირი მოწყობილობები პარლამენტთან, არანაირი მოწყობილობები ქუჩის სავალ ნაწილზე, არანაირი მოწყობილობები ტრანსპორტის სავალ ნაწილზე სხვა ლოკაციებზე. ანუ, არაფერი და არსად არ შეიძლებაო მიზეზი: სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილება“ — დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქქსელში
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


მერიის უარს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)