18:24 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-21 14:20:27, 3924 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ბრალდებული.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს სისხლის სამართლის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებიან - ქრთამის შეთვაზებას უკანონო ქმედების ჩადენის სანაცვლოდ და მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

ლევან ხაბეიშვილი გასული წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულას ეზოში დააკავეს. მასთან ერთად გამოძიებისთვის ხელის შეშლის საბაბით დააპატიმრეს ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა.

მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
აშშ-ის ყოფილი ელჩი ოცნებას: სირცხვილია
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics